დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge

წინასწარი რეგისტრაცია

შემოქმედებითი შეხვედრა ფრანგ მასწავლებლებთან

აპოსტროფი ფრანგულ ასოციაცია EduCarT-თან ერთად გიწვევთ შემოქმედებით შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება კვირას, 26 ოქტომბერს, 14:00-დან 15:00 საათამდე.

ვორქშოფს გაუძღვებიან დაწყებითი სკოლის მასწავლებელი, Notre-Dame-ის სკოლის დირექტორი ემილი ანერო და სენ-ნაზერის კოლეჯის ფრანგულის მასწავლებელი, ანტონი ეზე. მათი პროექტი „დამიხატე შენი ცხოვრება“ მიზნად ისახავს შემოქმედებითი და ლინგვისტური აქტივობებით კულტურული მრავალფეროვნების აღმოჩენას.  

EduCarT -ის პროექტმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იმოგზაურა და საქართველოში მას პირველად აპოსტროფი უმასპინძლებს. პროექტის მიზანია ფრანგული ენითა და შემოქმედებითი აქტივობებით ტოლერანტობაზე ცნობიერების ამაღლება.

  • მისამართი: თბილისი, გერონტი ქიქოძის 16, ოთახი ეზოში
  • ასაკი: 3-დან 12 წლამდე ბავშვები (ფრანგული ენის ყველა დონისთვის)
  • მონაწილეობა: უფასო (წინასწარი რეგისტრაციით)

მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, 25 ოქტომბრამდე შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა