დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge

წინასწარი რეგისტრაცია

კურსები

შაბათის სახელოსნოები ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის

140n

კურსის აღწერა

რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი ენის შესწავლას, მით უფრო სწრაფად აითვისებს და უაქცენტოდ იმეტყველებს ამ ენაზე.

"აპოსტროფი" ყოველ შაბათს გთავაზობთ ფრანგული ენის სახალისო სახელოსნოებს, სადაც ბავშვები სიმღერების, თამაშებისა და კრეატიული აქტივობების მეშვეობით იწყებენ ფრანგულ ენაზე მეტყველებას.

ასაკი: 3-დან 14 წლამდე 

დონე: A1

12 საათიანი სესიის ტარიფი : 140 ლარი

მისამართი :  თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის 3/5

კურსის მიზანი

ბავშვთა ფრანგულის კურსების ძირითადი მიზანია ზეპირი და წერითი საკომუნიკაციო უნარების განვითარება. სახალისო და ბავშვების ინტერესებზე მორგებული რესურსების მეშვეობით, გაკვეთილები მუდამ ხალისიან და პატარებისთვის მიმზიდველ გარემოში ტარდება.

გამოცდილი ფრანგი და ქართველი პედაგოგები გაკვეთილების დროს თანაბრად იყენებენ როგორც დიალოგებს, ისე თამაშებს, სიმღერებსა თუ კრეატიულ აქტივობებს.

ჩვენი უპირატესობები

- 10%-დან 20%-მდე ფასდაკლება ოჯახის რამდენიმე წევრზე

- გამარტივებული რეგისტრაცია, პირდაპირ ჩვენს საიტზე

- კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატი

- მცირერიცხოვანი ჯგუფები (5-10 მოსწავლე ჯგუფში)

როგორ დავარეგისტრიროთ ბავშვები?

1. ჩვენს ვებგვერდზე აირჩიეთ სასურველი კურსი და გადაიხადეთ ონლაინ.
2. უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით მეილით და დაგიდასტურებთ რეგისტრაციას.