დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge
კურსები

აღმოაჩინე თბილისი ფრანგულად

45n

პირველად საქართველოში

„Pas à Pas“ - ფრანგულის ახალი საზაფხულო გამოცდილება

ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის და უფროსებისთვის

ფრანგული ღია ცის ქვეშ, ძველი თბილისის ქუჩებში
ხანგრძლივობა: 1 საათი და 30 წუთი
ვორქშოფებს უძღვება ფრანგი პედაგოგი, ევა მოიე

ეს არ არის ტრადიციული გაკვეთილი

„Pas à Pas“ ფრანგულის სწავლის ახალი ფორმატია, სადაც ფრანგული რეალურ გარემოში ცოცხლდება.

ვორქშოფის განმავლობაში მონაწილეები:

• ურთიერთობენ ფრანგულად
• იკვლევენ ძველ თბილისს
• ასრულებენ სახალისო დავალებებს
• აგროვებენ მინიშნებებს
• აღმოაჩენენ ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს

ტური იწყება აპოსტროფიდან და გრძელდება სოლოლაკის ისტორიულ ქუჩებში.

თითოეული მონაწილე მიიღებს სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ სამუშაო გზამკვლევს.

 

პროგრამები ასაკის მიხედვით

7-10 წლის ბავშვები

სახალისო აღმოჩენა

თამაშები, ვიზუალური აქტივობები და პატარა გამოწვევები ფრანგული სამყაროს გასაცნობად.

 

11-15 წლის მოზარდები

სათავგადასავლო მისია

გუნდური თავგადასავალი მინიშნებებით, დავალებებითა და საერთო ამოცანით.

 

უფროსები (16+)

კულტურული გაცვლა და კომუნიკაცია

საუბრები პარიზზე, თბილისზე და კულტურულ განსხვავებებზე.

 

ვორქშოფების თარიღები

ბავშვები

• 17 ივნისი — 11:00–12:30
• 20 ივნისი — 11:00–12:30

მოზარდები

• 1 ივლისი — 11:00–12:30
• 4 ივლისი — 11:00–12:30

უფროსები

• 24 ივნისი — 11:00–12:30
• 27 ივნისი — 11:00–12:30

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ტური იწყება და სრულდება აპოსტროფში
გალაკტიონ ტაბიძის 3/5
ტარიფი: 45 GEL
აპოსტროფის სტუდენტებისთვის: 30 GEL
რეკომენდებული დონე: A1+

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995) 591 07 92 81, cours@apostrophe.ge