დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge

წინასწარი რეგისტრაცია

კურსები

სასაუბრო კურსი ზრდასრულებისთვის

200n

კურსის აღწერა

გსურთ, პირველივე გაკვეთილიდან გადალახოთ ბარიერები და თავისუფლად ალაპარაკდეთ ფრანგულად? აირჩიეთ ჩვენი სასაუბრო კურსი და გაიმდიდრეთ ლექსიკა ყოველდღიური  თემების დამუშავებით. ფრანგი მასწავლებლის მიერ მომზადებული პედაგოგიური რესურსები დაგეხმარებათ, შეიძინოთ თავდაჯერებულობა და თავისუფლად ისაუბროთ აქტუალურ თემებზე.

ფრანგული სასაუბრო კურსი კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება თუ ამ სახელოსნოს შეუთავსებთ რომელიმე სტანდარტულ კურსს.

დონე : A2+

12 საათიანი სესიის ტარიფი : 200 ლარი

სრული კურსის ხანგრძლივობა : 1 თვე

კურსის ინტენსივობა : კვირაში 2 -ჯერ 1.5 საათიანი გაკვეთილები

ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა : 5-8 

კურსის მიზანი

- დებატებში მონაწილეობა
- ზეპირად აზრის გამოთქმაზე მუშაობა
- დიალოგებისა და როლური თამაშების გამოყენება სწავლის პროცესში

რას მოიცავს კურსი?

კურსის განმავლობაში, მრავალფეროვან მასალებზე მუშაობით, იუმჯობესებთ მეტყველების უნარებს.

ლექციებზე მუდმივად გაქვთ ინტერაქცია როგორც მასწავლებელთან, ასევე ჯგუფის დანარჩენ წევრებთან.

ლექციების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

- აუდიო დოკუმენტების გაგებას (ინტერვიუები, რეპორტაჟები, დიალოგები და აშ)

- პირად თუ პროფესიულ კონტექსტში გამოსაყენებელი ლექსიკის შესწავლას

- სწორ გამოთქმაზე მუშაობას

 

ჩაწერის წინაპირობა

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 16 წელი და ფლობს ფრანგულ ენას A2 დონეზე.

ონლაინ გასაუბრებით დავადგენთ თქვენს დონეს და შესაბამისად ჩაგწერთ სასაუბრო კურსზე.

როგორ დავრეგისტრირდეთ?

1. ჩვენს ვებგვერდზე აირჩიეთ სასურველი კურსი და გააკეთეთ განაცხადი მეილის ან ტელეფონის მეშვეობით 
2. უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით ტელეფონით, შემოგთავაზებთ გასაუბრების დროს, რის შემდეგაც შეძლებთ კურსზე რეგისტრაციის დასრულებას.