დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge

წინასწარი რეგისტრაცია

კურსები

ფრანგული ენის ინტენსიური კურსი ზრდასრულებისთვის

280n

კურსის აღწერა

გსურთ, უმოკლეს დროში ამეტყველდეთ ფრანგულად ?

შემოუერთდით ფრანგული ენის ინტენსიურ კურსს და გამოიყენეთ სწრაფი პროგრესის უნიკალური შესაძლებლობა !

შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც დისტანციური, ასევე დასწრებითი ფორმატი.

24 საათიანი სესიის ტარიფი : 280 ლარი

ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა : 5-9

 

კურსის მიზანი

- საკომუნიკაციო უნარების შეძენა და განმტკიცება (მოსმენილის გაგება/წაკითხულის გაგება/მეტყველება/წერა)
- ფრანკოფონული კულტურის გაცნობა
- ფრანკოფონულ კონტექსტში მოქმედება და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში თავის გართმევა

 

რას მოიცავს კურსი?

კურსის განმავლობაში, მრავალფეროვანი მასალების გამოყენებით, იუმჯობესებთ ფრანგულის დონეს.

ლექციებზე მუდმივად გაქვთ ინტერაქცია როგორც მასწავლებელთან, ასევე ჯგუფის დანარჩენ წევრებთან.

გრამატიკა, ლექსიკა და ფონეტიკა მუშავდება  როგორც ინდივიდუალური, ასევე  ჯგუფური აქტივობების გამოყენებით.

 

ჩაწერის წინაპირობა

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი.

დისტანციური კურსის შემთხვევაში, აუცილებელია, გქონდეთ კომპიუტერი და კარგი ხარისხის ინტერნეტი.

დისტანციური გაკვეთილების დროს სხვადასხვა რესურსებთან ერთად გამოიყენება სახელმძღვანელო და სავარჯიშოების რვეული, რომლის  ელექტრონულ ვერსიებსაც უფასოდ გადმოგცემთ.

 

როგორ დავრეგისტრირდეთ?

რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: cours@apostrophe.ge ;   

(+995) 591 07 92 81;  (+995) 598 64 54 49;