ამეტყველდით და ითამაშეთ ფრანგულად თეატრის სახელოსნოზე!
კურსის მიზანი: თეატრალური სავარჯიშოების გამოყენებით, ფრანგულად თავისუფლად ალაპარაკება
სამიზნე აუდიტორია: 15 წლიდან ნებისმიერი მსურველისთვის. სამსახიობო გამოცდილება სავალდებულო არაა. მთავარია, გქონდეთ სურვილი, დახვეწოთ თქვენი ფრანგული სხეულის მოძრაობითა და ხმის გამოყენებით.
ფრანგულის დონე: A2 +
კურსის ხელმძღვანელი: ფიონა ლე მარეშალი - პარიზის სხვადასხვა თეატრალური სკოლების კურსდამთავრებული და „აპოსტროფის“ ფრანგული ენის მასწავლებელი. იმპროვიზაციების სავარჯიშოებით და დადებითი ენერგიით, ფიონა სიამოვნებით დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ თქვენი არტისტული შესაძლებლობები და განავითაროთ წარმოსახვის უნარი.
და რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი ფრანგულად !
ტარიფი : 10 საათი - 200 ლარი
როგორ დავრეგისტრირდეთ ?
1. ჩვენს ვებგვერდზე აირჩიეთ კურსი და გააკეთეთ განაცხადი მეილის მეშვეობით.
2. უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით საბოლოო რეგისტრაციისთვის