დამატებულია მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
phone(+995) 591 07 92 81 emailcours@apostrophe.ge

წინასწარი რეგისტრაცია

კურსები

ინტენსიური კურსი ზრდასრულებისთვის

280n

კურსის აღწერა

ფრანგულის სასწავლებლად თუ უბრალო აპლიკაციით მეცადინეობას კვალიფიციურ მასწავლებელთან მუშაობა გირჩევნიათ, შემოუერთდით ჩვენს დისტანციურ კურსს!

24 საათიანი სესიის ტარიფი : 280 ლარი

ჯგუფში სტუდენტთა რაოდენობა : 5-10

 

კურსის მიზანი

- საკომუნიკაციო უნარების შეძენა და განმტკიცება (მოსმენილის გაგება/წაკითხულის გაგება/მეტყველება/წერა)
- ფრანგული და ფრანკოფონული კულტურის გაცნობა
- ფრანკოფონულ კონტექსტში მოქმედება და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო სიტუაციებში თავის გართმევა

 

რას მოიცავს კურსი?

კურსის განმავლობაში, მრავალფეროვანი მასალების მეშვეობით, იუმჯობესებთ ფრანგულის დონეს.

ლექციებზე მუდმივად გაქვთ ინტერაქცია როგორც მასწავლებელთან, ასევე ჯგუფის დანარჩენ წევრებთან.

გრამატიკა, ლექსიკა და ფონეტიკა მუშავდება მრავალფეროვანი სავარჯიშოების მეშვეობით

განვლილი მასალის განსამტკიცებლად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა წერით და ზეპირ აქტივობებს.

 

ჩაწერის წინაპირობა

აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც უკვე შეუსრულდა 15 წელი.

დისტანციური სწავლებისთვის აუცილებელია, გქონდეთ კომპიუტერი და კარგი ხარისხის ინტერნეტი.

ლექციების დროს სხვა მრავალფეროვან რესურსებთან ერთად გამოიყენება სახელმძღვანელო და სავარჯიშოების რვეული, რომლის  ელექტრონულ ვერსიებსაც უფასოდ გადმოგცემთ.

 

როგორ დავრეგისტრირდეთ?

1. ჩვენს ვებგვერდზე აირჩიეთ კურსი და წინასწარი რეგისტრაციისთვის გადაიხადეთ ონლაინ
2. უმოკლეს დროში დაგიკავშირდებით მეილით და დაგიდასტურებთ რეგისტრაციას.