წესები და პირობები
ნებისმიერი ტიპის კურსი მიმდინარეობს როგორც დისტანციურად, Google Meet ის მეშვეობით ასევე, სურვილის შემთხვევაში, მიმწოდებელთან. დისტანციურ გაკვეთილებზე დასასწრებად სტუდენტს აუცილებლად უნდა ქონდეს Gmail ის ელ-ფოსტის მისამართი.
რეგისტრაცია
კურსებზე რეგისტრაცია ხდება დისტანციურად. სწავლის საფასურის გადახდა ხორციელდება ონლაინ, საიტის მეშვეობით. სწავლის საფასური სრულად დაფარული უნდა იყოს სესიის პირველ გაკვეთილამდე. სტუდენტის რეგისტრაცია ჩაითვლება დასრულებულად იმ შემთხვევაში, თუ იგი ასრულებს შემდეგ პირობებს :
- დაფარული აქვს სრულად კურსის თანხა
- განვლილი აქვს რეგისტრაციის ყველა ეტაპი კურსების ადმინისტრაციასთან
კურსის სერტიფიკატი
თითოეული კურსის შემდგომ, მოსწავლეს გაეგზავნება ამ კურსის დასრულების სერტიფიკატი, შესაბამისი ტესტირების წარმატებულად ჩაბარების შემთხვევაში.
რეგისტრაციის გაუქმება
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტს უკვე გადახდილი აქვს თანხა და დაესწრო პირველ გაკვეთილს, სწავლის საფასური არ ანაზღაურდება. სწავლის საფასური ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ მაშინ თუ სტუდენტმა კურსების ადმინისტრაციას რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შეატყობინა მაქსიმუმ 3 დღით ადრე.
ჯგუფური სწავლების შემთხვევაში, კურსების ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს კურსის დაწყება იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ჩაწერილი სტუდენტების არასაკმარისი რაოდენობაა. ამის შესახებ მან სტუდენტებს უნდა აცნობოს მაქსიმუმ 2 დღით ადრე. ამ შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს სხვა კურსი ან მოითხოვოს კურსის საფასურის ანაზღაურება.
გაკვეთილის გაუქმება
კურსების ადმინისტრაციას უფლება აქვს გააუქმოს გაკვეთილი, ობიექტური მიზეზების გამო და ამის შესახებ შეატყობინოს მოსწავლეს მაქსიმუმ 24 საათით ადრე. ფორს მაჟორის შემთხვევაში იმავე დღეს. სტუდენტის მიერ გაცდენის ან დაგვიანების შემთხვევაში, გაკვეთილი არ ანაზღაურდება.
ინდივიდუალური კურსის დროს, სტუდენტმა მასწავლებელი ან კურსების ადმინისტრაცია გაკვეთილის გაუქმების შესახებ უნდა შეატყობინოს 24 საათით ადრე. სტუდენტს გაკვეთილის გადატანის უფლება აქვს მაქსიმუმ ორჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაცდენილი გაკვეთილი არ ანაზღაურდება.